ჩვენს შესახებ

Color Up Georgia

“Color Up Georgia” არის სრულიად ინოვაციური და ახლებური კონცეფცია საქართველოს განვითარების კომპანიაში. მისი ძირითადი მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოს პოპულარიზაციას, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის ფარგლებს გარეთ.

კომპანია სხვადასხვა მიმართულებით მუშაობს.
საწყის ეტაპზე, საქართველოში პირველად, შეიქმნა საქართველოს დეკორატიული, გადასაფხეკი რუკა,, რომელიც ჩვენი მომხმარებლების მოგზაურობას უფრო მიზანმიმართულსა და თვალსაჩინოს ხდის და, ამავე დროს, საინტერესოდ აღწერს და წარმართავს.

2018 წელს დაარსებული კომპანია აქტიურად არის ჩართული საქართველოს ტურიზმის განვითარებაში და ქმნის პროდუქციას, რომელიც ერთნაირად არის საინტერესო როგორც საქართველოს მოსახლეობისთვის, ასევე ყველა იმ ვიზიტორისთვის რომელსაც სურს საქართელოს უკეთ გაცნობა.

კომპანია მუდმივად ზრუნავს საკუთარი მომხმარებლების ინტერესებზე და სწორედ ამ მიზნით საქართველოში მსოფლიოს ანალოგიური რუკების იმპორტიორიც გახდა!
ჩვენი მომხმარებლებისთვის უკვე შესაძლებელია იმოგზაურონ მსოფლიოს გარშემო და მსოფლიოს დეკორატიულ გადასაფხეკ რუკაზე წინასწარ დასახონ მომავალი მარშრუტები, ან აღბეჭდონ მოგზაურობების დაუვიწყარი შთაბეჭდილებები.

კომპანია “ქოლორ აფ ჯორჯიას” ვებ გვერდი, რომელიც შეიქმნა ჩვენი მომხმარებლების მხარდასაჭერად, აქტიურად ვითარდება. ჩვენი სურვილია მომხმარებლისთვის საქართველოს შესახებ მრავალფეროვანი ინფორმაციის მიწოდება. ამ მიზნით საიტზე განვათავსდება მრავალფეროვანი ინფორმაცია საქართველოს შესახებ და, ამასთან ერთად, ჩვენს მომხმარებელს მივაწვდით ყველა საინტერესო სიახლეს.

Recent Post
Select the fields to be shown. Others will be hidden. Drag and drop to rearrange the order.
  • Image
  • SKU
  • Rating
  • Price
  • Stock
  • Availability
  • Add to cart
  • Description
  • Content
  • Weight
  • Dimensions
  • Additional information
Click outside to hide the comparison bar
Compare
0
    0
    ჩემი კალათა
    კალათა ცარიელია
    Shopping cart close