კურორტი სამტრედია

ქალაქი სამტრედია ქუთაისიდან დასავლეთით, მდინარე რიონის მარჯვენა სანაპიროზეა გაშენებული.
მოხერხებული გეოგრაფიული მდებარეობის გამო ის დასავლეთ საქართველოს უმსხვილესი სატრანსპორტო ცენტრი და ევროპა-აზიის დამაკავშირებელი სატრანსპორტო დერეფნის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კვანძია. ქვეყნის აღმოსავლეთიდან წამოსული ტრანსპორტის ნაკადი აქ იყოფა და ფოთისკენ, ზუგდიდისკენ, ბათუმისკენ ან სოხუმისკენ მიემართება. ქალაქის წარმოშობაც საქართველოში პირველი სარკინიგზო მაგისტრალის გაყვანას უკავშირდება. სამტრედიის ჰიპერთერმული მინერალური წყლის საბადო შემთხვევით აღმოაჩინეს გეოლოგებმა, რომლებმაც აქ ნავთობის არსებობა ივარაუდეს. ბურღვისას 1450 მ სიღრმიდან მოულოდნელად თერმულმა გოგირდიანმა წყალმა ამოხეთქა. წყლები გამოიკვლიეს, სამკურნალო ჩვენებები დაადგინეს და კურორტის აშენებაც გადაწყდა. 1970 წლიდან ბალნეოლოგიური კურორტი სრული დატვირთვით ფუნქციონირებდა, მაგრამ 1991 წლის ოქტომბერში პანსიონატის მთავარ შენობას ხანძარი გაუჩნდა და განადგურდა. დღეს კურორტი მცირე დატვირთვით, მაგრამ მაინც აგრძელებს მუშაობას. ჰიპერთერმული წყლები მთელ მსოფლიოში სათბობ-ენერგეტიკულ რესურსებს მიეკუთვნება. ევროპაში მას ცხელი წყლის სამარაგოდ და შენობების გასათბობადაც იყენებენ. რიგ ქვეყნებში კი, მაგალითად ისლანდიასა და იაპონიაში, თერმული წყლებისგან ელექტროენერგიასაც იღებენ. საქართველოში ჰიპერთერმული წყლები, რომლებიც სამტრედიის გარდა აფხაზეთში, სამეგრელოსა და თბილისში მოიპოვება, ძირითადად
ბალნეოლოგიაში გამოიყენება, ისიც, შეზღუდული რაოდენობით.
მდებარეობა: იმერეთის დაბლობი, მდინარეებს – რიონსა და ცხენისწყალს შორის.
მანძილი: ქუთაისიდან – 30 კმ, თბილისიდან – 250 კმ.
სიმაღლე ზღვის დონიდან: 25 მ.
რელიეფი: ვაკე-დაბლობი.
კლიმატი: ზღვის ნოტიო სუბტროპიკული. ზამთარი რბილი, უთოვლო. იანვრის საშუალო ტემპერატურა 4,70ჩ. ზაფხული ცხელი, ნოტიო. აგვისტოს საშუალო ტემპერატურა 230ჩ.
ნალექების საშ. წლიური რაოდენობა: 1530 მმ.
ჰაერის საშ. წლიური ფარდობითი ტენიანობა: 85%.
მზის ნათების ხანგრძლივობა წელიწადში: 2000-2100 სთ.
ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორები: ჰიპერთერმული (ტემპერატურა 65-670ჩ), სულფატურ -ქლორიდულნატრიუმიან-კალციუმიანი მინერალური წყლები, საერთო მინერალიზაციით 2,5-3 გ/დმ3;
დებიტი: 3 მლნ ლ/დღ-ღ.
მკურნალობის სახეობა: მინერალური წყლის აბაზანები.
სამკურნალო ჩვენებები: საყრდენ-მამოძრავებელი, გულ-სისხლძარღვთა, საჭმლის მომნელებელი და
პერიფერიული ნერვული სისტემების, ასევე კანისა და გინეკოლოგიური პროფილის დაავადებები.
ტექსტი: “საქართველოს 100 კურორტი“
გამომცემლობა “კლიო”
0 votes