სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარე
მხარე დასავლეთ საქართველოში, მოიცავს ისტორიულ–გეოგრაფიული პროვინციების სამეგრელოს და ზემო სვანეთის ტერიტორიებს.
მხარეში შედის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული შემდეგი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულები:

ქალაქი ფოთი, აბაშის მუნიციპალიტეტი, ზუგდიდის მუნიციპალიტეტი, მარტვილის მუნიციპალიტეტი, მესტიის მუნიციპალიტეტი, სენაკის მუნიციპალიტეტი, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი, წალენჯიხის მუნიციპალიტეტი, ხობის მუნიციპალიტეტი.

სამეგრელო–ზემო სვანეთი მდებარეობს საქართველოს ცენტრალურ ჩრდილო–დასავლეთ ნაწილში. მისი ფართობი შეადგენს 7441 კვ.კმ-ს,  მხარის ადმინისტრაციული ცენტრია ქალაქი ზუგდიდი.

სვანეთი — საქართველოს ყველაზე მაღალმთიანი ისტორიულ-გეოგრაფიული მხარეა.
იყოფა ზემო და ქვემო სვანეთად. მათ ჰყოფს მაღალი სვანეთის ქედი ლატპარის ზეკარით. ზემო სვანეთს შეადგენს მდინარე ენგურის ხეობა, ენგურის სათავიდან სამეგრელოს საზღვრამდე. ზემო სვანეთი ბალის ქედით იყოფოდა ორ ნაწილად. ბალს ქვემო სვანეთი დადეშქელიანების სამფლობელი იყო, ბალს ზემო სვანეთი კი თავისუფალ სვანეთად იწოდებოდა.

ზემო სვანეთში სულ 13 თემი იყო:
ეცერი, ფარი, ლახამულა, ცხუმარი, ლატალი, ლენჯერი, მესტია, მულახი, წვირმი, იფარი, კალა, უშგული.

სამეგრელო-ზემო სვანეთი: კურორტები
სამეგრელო-ზემო სვანეთი: სასტუმროები
სამეგრელო-ზემო სვანეთი: ღირსშესანიშნაობები