ქართული ანბანის მოხატული მთავრული ასოები

160,00

4 in stock

აღწერა

ტაბულაზე განთავსებულია ძველი ქართული დამწერლობის – ასომთავრულის მხატვრულად გაფორმებული ასო-ნიშნები, რომლებიც ამკობენ ხელით ნაწერ ტექსტებს აბზაცების დასაწყისში.

მთავრული ასოები შესრულებულია X-XIII სს. ხელნაწერთა მოხატულობის მიხედვით. ძველ დამწერლობაში არსებული 38 ასო-ნიშნიდან გამოსახულია 33, რადგან მხატვრულად გაფორმებული 5 ასო-ნიშანი სიტყვის დასაწყისში არ გვხვდება.

თითოეულ მთავრულ ასოს ახლავს ქართული სამსახოვანი დამწერლობის – ასომთავრულის, ნუსხურის და მხედრულის პირველი ასო საერთაშორისო ტრანსკრიპციით.

მახასიათებლები:

მოხატულობა შესრულებულია ძველი საფერწერო ტექნიკით: საღებავები გაზავებულია კვერცხის გულის ემულსიით. ქაღალდი დაძველებულია. გრაგნილის ფორმის ტაბულის სიგრძეა 63 სმ.

ტაბულა უნდა მოთავსდეს მუქი ფერის ფონზე ზომით 70X32 სმ. (სასურველია შინდისფერ, ყავისფერ ან მწვანე ფონზე დამკვეთის გემოვნების მიხედვით) და ჩაისვას სათანადოთ შერჩეულ ჩარჩოში.

შემსრულებელი: 

ელენე მაჭავარიანი

შესრულების ვადა 10 დღე