კურორტი კუს ტბა

კუს ტბა ქალაქის ცენტრიდან სამხრეთ-დასავლეთით,მთაწმინდის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე მდებარეობს.
ქანების მეწყრული დაცოცების შედეგად დაგროვილი მიწისქვეშა ნაკადებით წარმოქმნილი ტბის სიგრძე 180
მ-ია, სიგანე _ 50 მ, სარკის ფართობი _ 0,034 კმ2, აუზის ფართობი _ 0,4 კმ2, საშუალო სიღრმე კი _ 70 სმ.
ზაფხულის დადგომასთან ერთად ტბაზე საბანაო სეზონი იწყება. კომფორტულად მოწყობილ პლაჟთან და ღია საზაფხულო კაფე-ბარებთან ერთად კუს ტბის ტერიტორიაზე მოქმედებს სპორტულ-გამაჯანსაღებელი და კულტურულ-დასასვენებელი კომპლექსი, რომელშიც შედის ევროსტანდარტების შესაბამისი მინი-ფეხბურთის სტადიონი, ბავშვთა გასართობი მოედანი, სანაოსნო და პროფესიული საკონცერტო სცენა პონტონით, სადაც სეზონის განმავლობაში სხვადასხვა ღონისძიება იმართება. კუს ტბა თბილისელთათვის დასვენებისა და გართობის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ადგილია. ბაგირგზა, რომელიც კუს ტბის მიდამოებს ქალაქის ცენტრ – თან აკავშირებდა, XX საუკუნის მეორე ნახევარში აშენდა და 2009 წლამდე ფუნქციონირებდა. ბაგირგზის ზედა სადგური კუს ტბის ნაპირას, ზღვის დონიდან 700 მეტრზე მდებარეობს, ქვედა კი – ვაკის პარკში, 444 მ-ზე. მანძილი სადგურებს შორის დაახლოებით 1140 მეტრია.
მდებარეობა: ქ. თბილისი, მთაწმინდის ქედის ჩრდილოეთი კალთა.
მანძილი: თბილისის ცენტრიდან – 10 კმ.
სიმაღლე ზღვის დონიდან: 687 მ.
რელიეფი: ბორცვიანი პლატო.
კლიმატი: რბილი, კონტინენტური, ზომიერად მშრალი. ზამთარი რბილი, მცირეთოვლიანი. იანვრის საშუალო
ტემპერატურა 0,60ჩ. ზაფხული ცხელი, მშრალი. აგვისტოს საშუალო ტემპერატურა 22,10ჩ. ნალექების საშ. წლიური რაოდენობა: 513 მმ. ჰაერის საშ. წლიური ფარდობითი
ტენიანობა: 66%.
მზის ნათების ხანგრძლივობა წელიწადში: 2500 სთ.
ტექსტი: “საქართველოს 100 კურორტი“
გამომცემლობა “კლიო”
0 votes