იმერეთი დასავლეთ საქართველოს ერთ-ერთი ისტორიულ-გეოგრაფიული მხარეა, მისი მთავარი ქალაქია ქუთაისი. იმერეთი ზემო და ქვემო იმერეთად იყოფა. ჩრდილოეთიდან შემოსაზღვრულია ლიხის ქედით, დასავლეთით მას მდინარე ცხენისწყალი ესაზღვრება, მისგან ჩრდილოეთით კავკასიონის ქედი, ხოლო სამხრეთით ფერსათის ანუ მესხეთის მთები მდებარეობს. იმერეთის დაბლობის ლანდშაფტები კოლხური მცენარეულობითაა დაფარული. იმერეთის ტყეები მდიდარია ცხოველებითა და ფრინველებით. იმერეთის დიდი ქალაქები და დასახლებებია: ქუთაისი, ზესტაფონი, სამტრედია, საჩხერე, ჭიათურა, ხონი, ვანი, ბაღდათი, წყალტუბო, ვარციხე, ხარაგაული, შორაპანი, კულაში, თერჯოლა, ტყიბული და მრავალი სოფელი. იმერეთზე გამავალი მდინარეებია: ძირულა, ჩხერიმელა, ყვირილა, რიკოთულა და სხვა.

 

იმერეთი: კურორტები
იმერეთი: სასტუმროები
იმერეთი: ღირსშესანიშნაობები