შაორის ტბა  არის შაორის წყალსაცავი, რომელიც  7,1 კილომეტრ მანძლზეა გადაჭიმული. ტბის ყველაზე ღრმა ადგილი 14.5 მეტრია.  წყალსაცავის ფორმა ძალიან წააგავს სამკუთხედს. გადმოცემის მიხედვით, წყლის დაგუბებამდე ამ ადგილას რამდენიმე სასმელი წყალი ამოდიოდა. ამჟამად წყალსაცავის ნაპირები მეტწილად დაბალი და დამრეცია, ზოგან ფლატეებია. შაორის წყალსაცავთან მდებარეობს სოფელი ნიკორწმინდა. ტბიდან იშლება დათოვლილი რაჭის მთები ულამაზესი ლანდშაპტით. შაორის ტბაზე შესაძლებელია თევზაობა, კარვების გაშლა ღამის გასათევად , კატერით სეირნობა.  მზის ჩასვლისას ტბა გარდამავალ ფერებში იმოსება.  გაზაფხულის და შემოდგომის პერიოდში,  დასავლეთ საქართველოში შაორი საუკეთესო ადგილია ბუნებაში ხეტიალის მოყვარულთათვის.

0 votes