ყაზბეგის მუნიციპალიტეტი — ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული აღმოსავლეთ საქართველოში, მცხეთა-მთიანეთის მხარეში. მუნიციპალიტეტის ტერიტორია 1917 წლამდე ტფილისის გუბერნიის დუშეთის მაზრის ქვეშეთის უბნის შემადგენლობაში შედიოდა, 1917-1930 წლებში — დუშეთის მაზრაში, 1930 წლიდან ცალკე რაიონია. ამჟამად მუნიციპალიტეტი. ადმინისტრაციული ცენტრია დაბა სტეფანწმინდა.

0 votes