მცხეთა-მთიანეთი მოიცავს ტერიტორიებს ისტორიული და გეოგრაფიული პროვინციების- მთიულეთი, ხევი, გუდამაყარი და ა.შ. ისევე როგორც ადმინისტრაციულ მუნიციპალიტეტებს: დუშეთი, მცხეთა, ყაზბეგი. უმეტესი ნაწილი ამ რეგიონისა არის მთიანი, აგრეთვე მოიცავს თოვლიან მთებს, ძირითადად გავრცელებულია კავკასიონზე, ახასიათებს საოცარი მწვერვალები, დახლართული ბილიკები, უმშვენიერესი ხეობები, თვალწარმტაცი ტბები და ალპური ველ-მინდვრები და მდელოები. თუმცა მცხეთა-მთიანეთი მხოლოდ ბუნების სილამაზით როდი იპყრობს ყურადღებას, ის ეთნოგრაფიული თუ ინტელექტუალური კუთხითაც საინტერესოა. მთელი წლის განმავლობაში აქ არაერთი რელიგიური დღეობა და პოპულარული ფესტივალი იმართება. მათ შორისაა: ლომისობა, კოპალობა, ლაშარობა, გერგეთობა და სხვ. შემოდგომაზე, მთელი საქართველო აღნიშნავს პოპულარულ დღესასწაულს ჩარგალში, რომელიც, ალბათ უკვე მიხვდით, ეძღვნება მსოფლიოში სახელგანთქმულ პოეტს, უდიდეს ჰუმანისტს, მწერალსა და საზოგადო მოღვაწეს- ვაჟა ფშაველას, იგივე ლუკა რაზიკაშვილს. ამ დღეობას “ვაჟაობა” ჰქვია. აქ მონაწილეებს შეუძლიათ გაეცნონ სრულიად მცხეთა-მთიანეთის ტრადიციებს, განსაკუთრებით კი- ტრადიციულ კერძებს და სტუმარ-მასპინძლობის დაუვიწყარი დღეები გამოსცადონ. დამბალხაჭო, ჩობან ყაურმა, ფშავური ხინკალი და სხვა, მხოლოდ აქაურობისთვის დამახასიათებელი კერძები თქვენ გელით. მცხეთა-მთიანეთში სულ 5 კურორტი და 64 სამკურნალო წყაროა, სარეკრეაციო ზონებიდან განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს გუდაურის სამთო სათხილამურო კურორტი.

მცხეთა-მთიანეთი: კურორტები
მცხეთა-მთიანეთი: ღირსშესანიშნაობები
მცხეთა-მთიანეთი:სასტუმროები