კურორტი კვერეთი

იმერეთის აღმოსავლეთი მთაგორიანი ნაწილი – ზემო იმერეთი, იგივე არგვეთი – დასავლეთ საქართველოს
ისტორიული მხარეა და მოიცავს ზესტაფონის, ხარაგაულის, საჩხერისა და ჭიათურის მუნიციპალიტეტებს.
არგვეთი კირქვულ ზოლშია განთავსებული, რის გამოც აქ ბევრი კარსტული მღვიმე, წყარო და ვოკლუზია. წყალი დასახლებული პუნქტების წყალმომარაგებისთვის გამოიყენება, მღვიმეებში კი (ორთვალა კლდე, კაცხის,
რგანის, გვარჯილას კლდის მღვიმეები, „სამგლე კლდე“,„ძუძუანის მღვიმე“, `თსუ 95~) ზედა და ქვედა პალეოლითის ხანის ადამიანის სადგომებია მიკვლეული. მათ შორის აღსანიშნავია ძუძუანის მღვიმე, სადაც 2009 წელს არქეოლოგებმა ადრეული ზედაპალეოლითით (ძვ. წ. 34000 წ.) დათარიღებული გრეხილი ველური სელის ძაფის ბოჭკოები იპოვეს. სამეცნიერო წრეებში აღიარებულია, რომ ეს ძაფი უძველესი სელის ძაფია მსოფლიოში ზემო იმერეთში რამდენიმე საკურორტო ადგილია. მათ შორის გამოირჩევა საჩხერიდან 7 კმ-ში, მდინარე ჩიხურას ხეობაში მდებარე კვერეთი, რომელიც ცნობილია დაბალი მინერალიზაციისსამკურნალო წყაროებით.
თუმცა არგვეთის ყველაზე დიდი სიმდიდრე მანგანუმის საბადოა. რკინის სადნობი ღუმლის ნაშთები და რკინისა და წიდის ნარჩენები აქ უძველესი ადამიანის სადგომებშიც არის აღმოჩენილი, რაც რეგიონში ისტორიულად მეტალურგიის განვითარების მაღალ დონეზე მიუთითებს. XIX საუკუნის 80-იანი წლებიდან
წიაღისეულის მოსაპოვებლად ქალაქი ჭიათურა გაშენდა. ჭიათურაში მოპოვებული მანგანუმი დღეს საქართველოს სასაქონლო ექსპორტის 10%-ს შეადგენს. 
მდებარეობა: საჩხერის მუნიციპალიტეტი, რაჭის ქედის ფერდობი, მდ. ჩიხურას ხეობა.
მანძილი: ქუთაისიდან – 85 კმ, თბილისიდან – 165 კმ.
სიმაღლე ზღვის დონიდან: 570-600 მ.
რელიეფი: მთაგორიანი.
კლიმატი: სუბტროპიკული სარტყლის ტყის ზონა. ზამთარი რბილი, თითქმის უთოვლო. იანვრის საშუალო
ტემპერატურა 30ჩ. ზაფხული თბილი, ზომიერად ნოტიო. აგვისტოს საშუალო ტემპერატურა 220ჩ.
ნალექების წლიური რაოდენობა:1100-1200 მმ.
ჰაერის საშ. წლიური ფარდობითი ტენიანობა: 76%.
მზის ნათების ხანგრძლივობა წელიწადში: 1900-2000 სთ.
ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორები: დაბალი მთის სუბტროპიკული სარტყლის ტყის ზონის ჰავა და აზოტიანი, სუსტად სულფიდური, ქლორიდულ- ჰიდროკარბონატული, კალციუმიან-ნატრიუმიანი მინერალური წყალი, საერთო მინერალიზაციით 0,5-0,9 გ/დმ3. მკურნალობის სახეობები: მინერალური წყლის აბაზანები, პასიური კლიმატოთერაპია.
სამკურნალო ჩვენებები: გულ-სისხლძარღვთა, საყრდენ-მამოძრავებელი, პერიფერიული ნერვული სისტემებისა
და გინეკოლოგიური პროფილის დაავადებები.
ტექსტი: “საქართველოს 100 კურორტი“
გამომცემლობა “კლიო”
0 votes