კურორტი თელავი

ქალაქი თელავი კახეთის რეგიონის ადმინისტრაციული და ეკონომიკური ცენტრია. უწინ ის აზიიდან ევროპისაკენ მიმავალი საქარავნო გზის მნიშვნელოვანი კვანძი ყოფილა, ხოლო X-XI და, მოგვიანებით, XVII-XVIII საუკუნეებში – კახეთის სამეფოს დედაქალაქი. 
ქალაქის შუაგულში ახლაც დგას კახეთის მეფეების რეზიდენცია, რომელსაც ბატონის ციხეს  ეძახიან. კომპლექსი მოიცავს ორ ეკლესიას, სამეფო სასახლეს, აბანოს, გვირაბს, ციხეს და 5-მეტრიან გალავანს, სადაც ქალაქის მცხოვრებნი მტრის თავდასხმის დროს თავს აფარებდნენ. 
საქართველო ღვინის ქვეყანაა, თელავი კი მევენახეობამეღვინეობის უმნიშვნელოვანესი კერა. ათასწლეულების
განმავლობაში ქვეყნის ტერიტორიაზე ვაზის მოყვანისა და ღვინის დამზადების უნიკალური კულტურა ჩამოყალიბდა. ამ კულტურის ნაწილია მეღვინეობის ცნობილი მიკროზონები: წინანდალი, თელიანი, ნაფარეული, ვაზისუბანი, მუკუზანი, ახაშენი, გურჯაანი, კარდენახი, ტიბაანი, ქინძმარაული, მანავი, ენისელი,
გრემი. ამ მიკროზონებში მოყვანილი ვაზის ნაყოფისგან დამზადებული ღვინო სპეციფიკური, ამ ადგილისთვის დამახასიათებელი საგემოვნო თვისებებით გამოირჩევა.
წინანდალი ყველაზე ცნობილი და პოპულარული ქართული ღვინოა. მიკროზონა თელავში, ალაზანის მარჯვენა სანაპიროზე მდებარეობს და მოიცავს სოფლებს: აკურა, ვანთა, ბუშეთი, ქვემო ხოდაშენი, წინანდალი, კისისხევი, კონდოლი, ნასამხარალი, შალაური, კურდღელაური, ვარდისუბანი. ღია ჩალისფერი მშრალი
ღვინო „წინანდალი“ XIX საუკუნის 30-იანი წლებიდან იწარმოება რქაწითელისა და კახური მწვანისგან. XIX ს-ის პირველ ნახევარში ცნობილმა ქართველმა პოეტმა და საზოგადო მოღვაწემ ალექსანდრე ჭავჭავაძემ წინანდალ-
ში, ულამაზეს სასახლესთან და ბაღთან ერთად, ღვინის საწარმო, არყის სახდელი და უზარმაზარი მიწისქვეშა ღვინის მარანი ააშენა. მანვე შექმნა პირველი ენოთეკა, სადაც დღემდე ინახება ჭავჭავაძისეული ღვინის კოლექცია, რომელიც 70-მდე ქართული და ევროპული მარკის 16500 ბოთლი ღვინისგან შედგება. კოლექციის ყველაზე ძველი ექსპონატია 1814 წლის პოლონური თაფლუჭა, ქართული ღვინოებიდან კი – 1841 წლის საფერავი. სხვადასხვა დროს ჩატარებულ საერთაშორისო გამოფენებზეენოთეკა 11 ოქროს მედლით არის დაჯილდოებული.
მდებარეობა: ალაზნის ვაკე, გომბორის ქედის ჩრდილოეთ-აღმოსავლეთი კალთის ძირას.
მანძილი: თბილისიდან (გომბორის გავლით) – 90 კმ. სიმაღლე ზღვის დონიდან: 550-800 მ.
კლიმატი: საშუალო მთის (ქვედა სარტყელი). ზომიერად ნოტიო ჰავა ცხელი ზაფხულითა და ზომიერად ცივი ზამთრით. ჰაერის საშუალო წლიური ტემპერატურა 120ჩ, აბსოლუტური მაქსიმუმი 390ჩ.
ნალექების წლიური რაოდენობა: 700-800 მმ.
ტექსტი: “საქართველოს 100 კურორტი“
გამომცემლობა “კლიო”
0 votes