კურორტები - Color Up Georgia


კურორტი ბაზალეთის ტბა

თბილისიდან 40 კმ-ის დაშორებით, ბაზალეთის პლატოზე მდებარეობს ამავე სახელწოდების ვულკანური
წარმოშობის ტბა. ტბაში არ ჩაედინება და იქიდან არ გამოედინება არც ერთი მდინარე, ის მხოლოდ ატმოსფერული ნალექებითა და მიწის წიაღიდან ამოსული მინერალებით მდიდარი წყლებით საზრდოობს. ამის გამო ტბის წყალიც სამკურნალო თვისებებით გამოირჩევა  სასიკეთოდ მოქმედებს ორგანიზმზე და კურნავს დერმატოლოგიურ, გინეკოლოგიურ, რევმატულ და ძვალ-სახსართა სისტემის დაავადებებს. ტბის ჰაერი კი დადებით გავლენას ახდენს გულ-სისხლძაღვთა დაავადებებზე. სანაპირო ზოლში მრავლადაა წყლის მცენარეები – დუმფარა და ლელქაში, რომლებსაც ასევე მიაწერენ სამკურნალო თვისებებს. ტბის მაქსიმალური სიღრმე 7 მ-ია, ზედაპირის ფართობი – 1,22 კმ2. იანვარსა და თებერვალში იფარება ყინულით, რომლის სისქე ზოგჯერ 0,5 მეტრაც კი აღწევს. ზაფხულობით წყალი 250ჩ-მდე თბება. აქ მრავლადაა სარეწაო მნიშვნელობის თევზი: ვერცხლისფერი კარჩხანა, ქაშაყი, ნაფოტა, ამური; მოშენებულია ხრამული, წვერა და კობრი. ტბა სპორტული და სამომხმარებლო თევზჭერის ობიექტია.
მდებარეობა: თრიალეთის ქედის დასავლეთი ნაწილის მთისწინა ფერდობები, გუდამაყრისა და ლომისის ქედების ძირი.
მანძილი: თბილისიდან – 40 კმ, დუშეთიდან – 5 კმ.
სიმაღლე ზღვის დონიდან: 900 მ.
რელიეფი: მთაგორიანი.
კლიმატი: ზომიერად ნოტიო სუბტროპიკული. ზამთარი ზომიერად ცივი. დეკემბრის შუა რიცხვებიდან მარტის შუა რიცხვებამდე აღინიშნება თოვლის მდგრადი საფარი. იანვრის საშუალო ტემპერატურა -1,50C. ზაფხული თბილი. აგვისტოს საშუალო ტემპერატურა 20,50C.
ნალექების წლიური რაოდენობა: 600-800 მმ.
ჰაერის საშ. წლიური ფარდობითი ტენიანობა: 62%.
მზის ნათების ხანგრძლივობა წელიწადში: 2200 სთ.
ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორი: დაბალი მთის ჰავა.
მკურნალობის სახეობები: პასიური კლიმატოთერაპია, ბანაობა ტბაში.
სამკურნალო ჩვენებები: დერმატოლოგიური და გინეკოლოგიური დაავადებები, რევმატული და ძვალ-სახსროვანი პათოლოგიები. ბაზალეთის ჰაერი სასარგებლოა გულ-სისხლძარღვთა და იშემიური დაავადებებისთვის.
ტექსტი: “საქართველოს 100 კურორტი“
გამომცემლობა “კლიო”
0 votes